რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი – მთავრობის ვერსია
12/10/2020 11:34:43 ეკონომიკა, საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა.
"წლევანდელ წელს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური შემცირება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს. მე ვგულისხმობ უფრო მეტად ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. აქ ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. დღეს არსებული მონაცემებით, რაც ოფიციალურად წარმოადგინეს კომპანიებმა და იმის მიხედვით, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც წელს შემოსავლი დაკარგა", - უპასუხა კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ეკონომიკური ვარდნა ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაზე.
პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.


