საქართველოში Covid-19–ის 500–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა
11/10/2020 07:06:47 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 11 794 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 327 გამოჯანმრთელდა, ხოლო 85 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით


