თბილისი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს – როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
11/10/2020 07:14:27 საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით ამჯერად საქართველოს დედაქალაქი ლიდერობს. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თანახმად, საქართველოს რეგიონების მასშტაბით გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 194
აჭარა – 172
იმერეთი – 117
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 16
გურია –7
შიდა ქართლი – 7
ქვემო ქართლი – 4
კახეთი – 3
სამცხე–ჯავახეთი – 2
მცხეთა–მთიანეთი –1
ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 5 467 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოყვანილი პაციენტები: 1 ცხინვალიდან, 8 აფხაზეთიდან და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 11 794 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 327 გამოჯანმრთელდა, ხოლო 85 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


