Accentnews.ge
გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა

გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა

25/06/2019 12:54:27 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხის გასაჩივრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, მათ შორის - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევის შემთხვევებზე სევასტოპოლში, ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„საკითხის შესწავლას საქართველოს დელეგაციასთან ერთად მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის ესტონეთის ლიეტუვას, ლატვიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებმა. ამასთან, საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა საქართველოს დელეგაციის წევრის წინადადება და დაიწყო საკითხის შესწავლა რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საკითხებზე.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ოკუპანტ ქვეყანას მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ვერ ექნება“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას მუდმივად შევახსენოთ, რომ როგორც აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას ვერ ექნება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დევნილობაში ცხოვრება მუდმივად იქნება ასამბლეაში განხილვის საკითხი”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S