Accentnews.ge
საპატრიარქო პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, ბანკებსა და მოქალაქეებს მიმართავს

საპატრიარქო პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, ბანკებსა და მოქალაქეებს მიმართავს

25/06/2019 12:37:10 სხვა, საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო მრევლს შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებასა და წელს საქართველოში დასვენების თხოვნით მიმართავს. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე, გაიწვიოს რუსი ტურისტები საქართველოდან, საქართველოს მიმართულებით კი ფრენები სექყვიტოს. 

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S