30 000 000 აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი ერთი პუნქტით გამყარდა
09/10/2020 12:52:11 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 10 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2172 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7966 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1647 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4057 ლარი.
9 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2233 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.7919 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1616 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4070 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 9 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-16 სავალუტო ინტერვენციაა.
სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 499 650 000 დოლარი გაყიდა.


