
ჟირინოვსკი საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერების ინიციატივით გამოდის
25/06/2019 12:28:27 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს "ლიბერალურ–დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოდის ინიციატივით, რუსეთიდან საქართველოსკენ ფულადი გზავნილები აიკრძალოს და ქართული პროდუქციის, მათ შორის "ბორჯომისა" და ღვინის ექსპორტი შეწყდეს.
ამის შესახებ მან „ტვიტერში“ პირად გვერდზე დაწერა.
„რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ საქართველოში მიმდინარე ანტირუსულ ისტერიაზე? ავკრძალოთ ფულადი გზავნილები, დაე, ქართველმა მიგრანტებმა ჩვენთან შრომითა და ოფლით ნაშოვნი ფული ჩვენვე დაგვახარჯონ; შევწყვიტოთ საქონლის შემოტანა. „ესენტუკი“ არაფრით ჩამორჩება „ბორჯომს“. ღვინო კი ევროპაში იმდენია, ვერ გამოლევ“. – წერს ჟირინოვსკი.
იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს
„როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა