Accentnews.ge
ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

09/10/2020 12:09:47 მსოფლიო

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - იუწყება Reuters.

სააგენტოს ინფორმაციით, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქში ჯარის განლაგების განკარგულება გასცა.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობა დღეს 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის: ყირგიზეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.

ყირგიზეთში პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S