Accentnews.ge
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს

25/06/2019 12:15:39 სხვა, მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს. უკრაინული მხარის პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნდება, რათა აღნიშნული ინიციატივის გასაჩივრებაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინული მხარე ითხოვს, რომ რუსეთს სრულად შეუჩერდეს უფლებამოსილება.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციას PACE-ში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შეუჩერდა. ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების არც ერთი მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად 2016 წლიდან რუსული დელეგაცია PACE–სესიენში აღარ მონაწილეობს. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციები წარმოდგენილები უნდა იყვნენ მხოლოდ წლის დასაწყისში, იანვარში, და ვინაიდან 2019 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ სესიებში მონაწილეობის განაცხადი არ წარადგინა, ფორმალურად PACE-ში რუსეთის დელეგაცია აღარ არსებობდა.

რეზოლუციის ტექსტში, რომლის ავტორი PACE-ს რეგლამენტის კომიტეტს ხელმძღვანელი – ბელგიელი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერი გახლავთ, გაწერილია წინადადება, დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად PACE-ში ​ წარმოდგენილები არ არიან, კერძოდ, რუსეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ივნისის სესიაში მონაწილეობაზე განაცხადები წარადგინონ.

გარდა ამისა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომელიც მიხედვით, ეროვნული დელეგაციებს მათი უფლებამოსილებების გასაჩივრების შემთხვევაში ხმის უფლებას ვეღარ ჩამოერთმევათ, ასამბლეასა და მის ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლა და სიტყვით გამოსვლები ვეღარ აეკრძალებათ.

სანაცვლოდ რეზოლუციის ავტორები სთავაზობენ ასამბლეას შესაძლებლობას, სანქციები ეროვნული დელეგაციების კონკრეტულ პირთა მიმართ იყოს შემოღებული. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S