
დაღესტანში ჩამოვარდნილი რაკეტა შესაძლოა, ყარაბაღიდან ყოფილიყო გაშვებული
09/10/2020 06:43:18 კავკასია
დაღესტანში, აგულის რაიონში უცნობი რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. არსებული ვერსიით, ის შესაძლოა, ყარაბაღიდან ყოფილიყო გაშვებული.
სოფელ ჩირაგის მოსახლეობამ უცნაური ხმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაიგო, უშუალოდ ნამსხვრევები კი ცოტა ხნის წინ მწყემსმა აღმოაჩინა და იქვე 15-20 მ დიამეტრის ღრმულიც იპოვა, - უამბეს ჟურნალისტებს ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
შესაბამისმა სამსახურებმა აღმოჩენილი ნამსხვერევი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. რაკეტის სახეობა დგინდება, თუმცა სოცქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მასზე რუსულენოვანი წარწერებია დატანილი.
თავის მხრივ, გამომძიებელი ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ “მიწა-ჰაერის” ტიპის რაკეტა C-300-ის ოჯახიდანაა და მაღალი ალბათობით, გაშვებული იყო აზერბაიჯანის შეიარაღებაში არსებული C-300ПМУ-2 კომპლექსიდან, - იუწყება “Кавказ. Реалии”
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს გამწვავდა.
დაღესტნური სოფელი ჩირაგი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაახლოებით 200-250 კმ-შია განლაგებული.