ქალების საშუალო თვიური ხელფასი კაცებისას თითქმის 500 ლარით ჩამორჩება
08/10/2020 08:55:05 ეკონომიკა, საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წელთან შედარებით 5.7%–ით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.
მიისვე მონაცემებით, 2019 წელს საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2%–ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7%–ით); მშენებლობა - 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1%––ით).
ამასთან, მათივე ცნობით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა.


