Accentnews.ge
"საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ბიზნესებს შეღავათები დაუწესდებათ"

"საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ბიზნესებს შეღავათები დაუწესდებათ"

08/10/2020 07:23:54 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ბიზნესებს შეღავათები დაუწესდებათ როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადზე.

მისი თქმით, გადასახადები დაახლოებით, 5%–მდე შემცირდება.

"ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის პერიოდში გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ისე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა, იმუშაონ", - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ცვლილება საწყის ეტაპზე საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიებსა და IT კომპანიებს შეეხებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S