Accentnews.ge
Survation-ის კვლევა მარნეული-გარდაბნის ოლქში: "ქართული ოცნების" კანდიდატი - 56%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 33%

Survation-ის კვლევა მარნეული-გარდაბნის ოლქში: "ქართული ოცნების" კანდიდატი - 56%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 33%

07/10/2020 18:06:02 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

მარნეული-გარდაბნის ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%, 50-50- 13% და არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

მარნეული -გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:

  • ზაურ დარგალი "ქართული ოცნება" - 56%.
  • აზერ სულეიმანოვი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%.
  • აჰმედ იმამკულიევი "ევროპული საქართველო" - 5%.
  • მურად მურადოვი "ლელო" - 5%.
  • ალი ბადიროვი "ლეიბორისტული პარტია" - 1%.
  • პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასეთია:
  • "ქართული ოცნება" - 54%.
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42%.
  • "ევროპული საქართველო" - 2%.
  • "ლელო" - 1%.
  • "ლეიბორისტული პარტია" -1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S