
Survation-ის კვლევა სამგორის მაჟორიტარული ოლქში: "ქართული ოცნება" –51%; "ნაციონალურ მოძრაობა" – 13%
07/10/2020 17:29:18 საშინაო პოლიტიკა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
სამგორის მაჟორიტარული ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 17%, 50-50- 11%, არ მიიღებს მონაწილეობას - 5%, არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
- სოზარ სუბარი "ქართული ოცნება"- 55%.
- ლევან ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 31%.
- გურამ ნიკოლეიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 6%.
- ფიქრია ჩიხრაძე "ლელო" - 5%.
- სანდრო რიჟამაძე "ჩვენი საქაღთველო-სოლიდარობის ალიანსი"- 1%.
- სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს -2%.
- ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
- "ქართულ ოცნება" - 51% აქვს.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%.
- "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"- 12%.
- "პატრიოტთა ალიანსი" - 8%.
- "ლელო" - 4%.
- "ევროპული საქართველო" - 4%.
- "ლეიბორისტული პარტია" - 2%.
- "გირჩი" -1%.
- "ერთიანი საქართველო" - 1%.
- "სხვა პარტიები" - 4%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.