Accentnews.ge
Survation-ის კვლევა გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში: "ოცნება" - 66%, ენმ – 22%

Survation-ის კვლევა გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში: "ოცნება" - 66%, ენმ – 22%

07/10/2020 17:26:27 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

კახეთი: გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? ხმები ასე გადანაწილდა:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 18%, 50-50- 12%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 5%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

  • დავით სონღულაშვილი "ქართული ოცნება" - 64%.
  • ლევან ბეჟაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23%.
  • გიორგი ღვინიაშვილი "ევროპული საქართველო" -7%.
  • ეკა ქვლივიძე "ლელო" - 3%.
  • სოსლან გარსევანიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 2%.
  • მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი -1%.

და რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ანიჭებენ უპირატესობას გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • "ქართული ოცნება" - 66%.
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22%.
  • "ევროპული საქართველო" - 3%.
  • "გირჩი" -2%.
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2%.
  • "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" ასევე - 2%.
  • "ლეიბორისტული პარტია" -1%.
  • "ლელო" -1%.
  • სხვა პარტია - 1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S