Accentnews.ge
Survation-ის კვლევა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში – ბექა ოდიშარია– 62 %; შალვა შავგულიძე –24 %

Survation-ის კვლევა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში – ბექა ოდიშარია– 62 %; შალვა შავგულიძე –24 %

07/10/2020 17:39:54 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

შეკითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 79% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს - 11%, 50-50-ზე - 7%, არ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს მხოლოდ - 3%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ბექა ოდიშარია "ქართული ოცნება" - 62%.
  • შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველო" - 24%.
  • საბა ბუაძე "ლელო" - 6%.
  • მალხაზ თოფურია "პატრიოტთა ალიანსი" - 4%.
  • ჯაბა ჯიშკარიანი "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი"- 2%.
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -2%.
  • ასევე, შეკითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
  • 58% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებას".
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%.
  • "გირჩი" - 6%.
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 5%.
  • "ევროპული საქართველო" - 5%.
  • "ლელო" - 4%.
  • "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%.
  • "ერთიანი საქართველო" - 3%.
  • "ლეიბორისტული პარტია" - 1%.
  • სხვა პარტია -1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S