Accentnews.ge
კორონავირუსი თბილისის კიდევ ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა

კორონავირუსი თბილისის კიდევ ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა

07/10/2020 15:32:53 საზოგადოება

თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ სახელდება მისი ძმა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც დაავადება კვირას გამოუვლინდა. ამ შემთხვევის გამო მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას დღეს დილით დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგები სკოლის სხვა მოსწავლეების, მათ შორის ინფიცირებულის კლასელების დავირუსების საფრთხეს მინიმალურად აფასებენ, რის გამოც სკოლაში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც დაუდასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S