Accentnews.ge
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

06/10/2020 08:26:45 საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მოსწავლის ინფიცირება შაბათს გამართულ წვეულებას უკავშირდება, რომელზეც ბავშვი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო. სასწავლო დაწესებულებაში ტარდება დეზინფექცია.

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, 58 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S