
რა ვერსია აქვს პროკურატურას გარეჯის საქმეზე ბრალდებულების მოტივაციის შესახებ
07/10/2020 10:31:12 სამართალი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით–გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი პირი საზღვრის დადგენის კომისიის წევრებს გაზრახ უმალავდა მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ მასალას, თუმცა მათი მოტივაცია ამ ეტაპზე უცნობია.
კითხვა პროკურატურაში საქმის ირგვლივ გამართულ ბრიფინგზე დაისვა, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა ზოგადი პასუხი გასცა.
„გამოძიება რამოდენომე ვერსიაზე მუშაობს. ყველა მიმართულებით ვსწავლოთ ყველა გარემოებებს“,– აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, გამოძიება ერთი თვეა, მიმდინარეობს, პროცესი გრძელდება და არ არის გამორიცხული, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
კითხვას, მუშაობს თუ არა გამოძიება ვერსიაზე, რომ ბრალდებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებდნენ იმგვარად, რასაც მათ სახელმწიფო ბრალდება ედავება, პროკურატურაში პასუხობენ, რომ „გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუსაობს“.
ცნობისთვის: გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.