Accentnews.ge
კობა ნარჩემაშვილს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებთან შელაპარაკება მოუვიდა

კობა ნარჩემაშვილს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებთან შელაპარაკება მოუვიდა

25/06/2019 09:31:37 სხვა, საზოგადოება

პარლამენტის დეპუტატ კობა ნარჩემაშვილს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან მოუწოდა დემონსტრანტებს, გააცნობიერონ, ვინ არის უმრავლესობის წევრი და დემონსტრანტების იმისდა მიხედვით მიიყვანონ მასთან.   დემონსტრანტებს პარლამენტთან სირცხვლის დერეფანი აქვთ მოწყობილი.  

"გაათვითცნობიერეთ, ვინ არის უმრავლსობის წევრი და მერე გამოხატეთ პროტესტი. მე გამოვხატე სინანული იმის გამო, რომ დაშავდნენ პოლიციელები, მოქალაქეები. 

მე ქუჩაში სიარული არ მეშინია, ქართველი ხალხის სისხლი არ დამიღვრია, კაცი არ გამიმწარებია და უნადაშაულოდ არავინ დამისჯია",– განაცხადა ნარჩემაშვილმა და დემონსტრანტებით კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 20–21 ივნისს ხელისუფლების ქმედებებს ემიჯნება. 

მოგვიანებით მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რიგითი პოლიციელების დასჯა კი სისტემის დემორალიზებას გამოიწვევს,გადაცდომებისთვის კი არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.   

"რიგითი ადამიანების დასჯა დემორალიზებას გამოიწვევს, რადგან არავის მოუდდება მოვალეობის შესრულება. არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა",– განაცხადა ნარჩემაშვილმა და დასძინა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S