Accentnews.ge
„დაიბრუნე შენი ფული“ - ქეშბექის ახალი კამპანია

„დაიბრუნე შენი ფული“ - ქეშბექის ახალი კამპანია

06/10/2020 14:28:21 ეკონომიკა, რეკლამა

აფთიაქები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ტანსაცმლის მაღაზიები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ასობით ობიექტის ჩამონათვალისა, სადაც ყოველდღიურად მაღალი ქეშბექის დაბრუნება შეგიძლიათ და შესაძლოა, ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ამ ამბის შესახებ უბრალოდ არ იცით. ისევე როგორც არ იცოდა ან დაიზარა ლიბერთის ასობით მომხმარებელმა, რომელთა მიერ ქეშბექის აპლიკაციის არქონის ან გამოუყენებლობის გამო ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა,– იუწყება "ლიბერთი".

როგორც "ლიბერთიში" განმარტავენ, "სწორედ ამ ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობის შემცირებაა ქეშბექის ახალი კამპანია „დაიბრუნე შენი ფული“-ს მიზანი. იმისათვის, რომ მომავალში ეს რიცხვი შემცირდეს, ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: აუცილებლად გადმოიწერონ ქეშბექის აპლიკაცია, გაიაქტიურონ აპლიკაციაში ის ობიექტი, სადაც რამის ყიდვას გეგმავენ და ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვონ".

მათივე ცნობით, ვერდაბრუნებული ფულის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოწოდებით, ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი პროგრამით ყოველდღიური სარგებლის მიღებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S