ლარი გაუფასურებას განაგრძობს
06/10/2020 12:52:42 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 7 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7965 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1749 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4139 ლარი.
6 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2017 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.7623 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1452 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4126 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-15 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 469 650 000 დოლარი გაყიდა.


