Accentnews.ge
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა

06/10/2020 10:21:00 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუ "Twitter"-ში პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, იგი ბაქოს “აზერბაიჯანელი დებისა და ძმებისთვის მხარდაჭერისა და დახმარების გამოსახატად ეწვია”.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ჩავუშოღლუსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა, რა დროსაც განიხილავენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს. ასევე, შეხვედრა შედგება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს თურქეთს NATO-ს გენერალურ მდივანი იანს სტოლტენბერგი სტუმრობდა. ჩავიშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გენმდივანმა განაცხადა, რომ ალიანის მოელის, რომ "თურქეთი მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად თავის გავლენას გამოიყენებს".

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. კონფლიქტის ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, “გამარჯვებამდე იბრძოლოს”, მიუხედავად გაერო-ს, რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოწოდებებისა, მოლაპარაკებები განახლდეს.

იხილეთ ასევე:

„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S