Accentnews.ge
ყირგიზეთში დემონსტრანტები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ

ყირგიზეთში დემონსტრანტები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ

06/10/2020 04:28:48 მსოფლიო

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თითქმის ცარიელ შენობებში შეიჭრნენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა პრაქტიკულად, არ გაუწევიათ.

დემონსტრანტების მოთხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, კორუფციის ბრალდებით 2020 წლის ზაფხულში გასამართლებული ალმაზბეკ ატამბაევი.

მანამდე დემონსტრანტები სამართალდამცავებმა დაარბიეს.

ბიშკეკის ცენტრში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმადაც პარლამენტში პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტიები მოხვდნენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S