Accentnews.ge
ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ

05/10/2020 13:46:34 ეკონომიკა, რეკლამა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერი უკვე მეორედ არის. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტისმიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში ონლაინ, 2 – 4 ოქტომბერს ჩატარდა.

NASA Space Apps Challenge მსოფლიოს 225 სხვადასხვაადგილას, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. NASA Space Apps Challenge -ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა დაკოსმოსის კვლევით, ასევე კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითიმეცნიერებებით. წელს NASA -ს განსაზღვრული ქონდა22 გამოწვევა, რომელიც 6 კატეგორიაში განაწილდა:დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. გამარჯვებულმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს და ახლა NASA -ს გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გუნდი Fire Detectors გავიდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ: კარლოთევზაძე, მარიამ შერეშაშვილი და გიორგი ტყებუჩავა.ჰაკათონის მეორე გამარჯვებული გუნდი The Two Degrees გახდა, რომელიც ოთხ მეთერთმეტე კლასელ სკოლის მოსწავლეს აერთიანებს: დავით დომუზაშვილი, ნიკა სვანიძე, ნიკა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე ლაშქარავა.

„პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა დავსახეთ, რომელიც ერთ საერთო მიზნამდე მიდიოდა იქამდეაღმოეჩინა ხანძრის კერა ჩვენ მიერ შექმნილი ბადესმეშვეობით, სანამ ხანძარი პატარა მასშტაბსგაცდებოდა ზოგ შემთხვევაში გაჩენამდეც ევარაუდადა დაკვირვება გაეძლიერებინათ ამ წერტილებში. პროექტი მიზნად ისახავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც დაამუშავებსწარსულ მონაცემებს ხანძრებთან მიმართებაშილოკაციების მიხედვით, ასევე გაითვალისწინებსამინდის პროგნოზს, წელიწადის დროს, კვირისდღეებს, ტყის განაშენიანების არეას, ტურისტულმარშრუტებს და ა.შ. ყველა იმ დეტალს რომელსაცეფექტის მოხდენა შეეძლება ხანძრისწარმოშობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნავს Fire Detectors -ის წევრი, მარიამ შერეშაშვილი.

„ჩვენ გვჯერა რომ ემისიების სტატისტიკის ლოკალურ დონეზე დაყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ. ჩვენი პროექტის მიზანია დავეხმაროთ რეგიონალურ მთავრობებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებაში და საქართველოს GHG ემისიების პარიზის ხელშეკრულების მიხედვით 25%-ით შემცირებაში. პროექტი მოიცავს კოდს რომელიც მარტივად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ქვეყნების ემისიების რეგიონალიზაციისთვის,“- ამბობს დავით დომუზაშვილი, The Two Degrees -ს წევრი.

ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას და მომართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების სტიმულირებაზე. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge -ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S