ლარი ისევ გაუფასურდა
05/10/2020 12:51:53 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 6 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2017 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7623 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1452 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4126 ლარი.
5 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1975 ლარი იყო, 1 ევროსი –3.7475 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1299 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4131 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-15 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 469 650 000 დოლარი გაყიდა.


