Accentnews.ge
ყაზბეგში ფესტივალის ორგანიზატორები: "ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს"

ყაზბეგში ფესტივალის ორგანიზატორები: "ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს"

25/06/2019 06:38:48 სხვა, საზოგადოება

ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებით, ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია..

ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“, - ნათქვამია „Mountain Set“–ის განცხადებაში.

ამასთან „Mountain Set“-ში აღნიშნავენ, რომ დღეს საღამოს გამოცხადდება ფესტივალის ახალ ლოკაცია და სრული ინფორმაცია.

"ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო. როგორც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S