Accentnews.ge
რუსეთი დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს

რუსეთი დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს

25/06/2019 06:25:12 სხვა, მსოფლიო

რუსეთი დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს. შესაბამისი რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. 

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო - 62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.

რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ხორვატიის დელეგაციების წევრთა ნაწილმა.

“სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების სასარგებლოდ კენჭისყრა მოსალოდნელი იყო. ამ ორგანიზაციის 118 დეპუტატმა ხმა მისცა იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს საწევრო და არ შეასრულოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები. ფული მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე პრინციპები. ახლა ეს 118 პოლიტიკოსი პასუხისმგებელია დონბასსა და ყირიმში უკრაინელების მკვლელობებზე, პოლიტპატიმრების დამცირებაზე. სიმბოლურია, რომ ეს საშინელი რეზოლუცია ევროსაბჭომ 25 ივნისს მიიღო – იმ დღეს, როდესაც რუსულმა მხარემ უნდა გაათავისუფლოს ჩვენი მეზღვაურები, რადგან ტრიბუნალმა კრემლს ტყვეების გასათვაისუფლებლად სწორედ ერთი თვე მისცა. თუმცა ეს არ მომხდარა“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა ირინა გერაშენკომ.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციას PACE-ში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შეუჩერდა. ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების არც ერთი მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად 2016 წლიდან რუსული დელეგაცია PACE–სესიენში აღარ მონაწილეობს. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციები წარმოდგენილები უნდა იყვნენ მხოლოდ წლის დასაწყისში, იანვარში, და ვინაიდან 2019 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ სესიებში მონაწილეობის განაცხადი არ წარადგინა, ფორმალურად PACE-ში რუსეთის დელეგაცია აღარ არსებობდა.

რეზოლუციის ტექსტში, რომლის ავტორი PACE-ს რეგლამენტის კომიტეტს ხელმძღვანელი – ბელგიელი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერი გახლავთ, გაწერილია წინადადება, დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად PACE-ში ​ წარმოდგენილები არ არიან, კერძოდ, რუსეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ივნისის სესიაში მონაწილეობაზე განაცხადები წარადგინონ.

გარდა ამისა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომელიც მიხედვით, ეროვნული დელეგაციებს მათი უფლებამოსილებების გასაჩივრების შემთხვევაში ხმის უფლებას ვეღარ ჩამოერთმევათ, ასამბლეასა და მის ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლა და სიტყვით გამოსვლები ვეღარ აეკრძალებათ.

სანაცვლოდ რეზოლუციის ავტორები სთავაზობენ ასამბლეას შესაძლებლობას, სანქციები ეროვნული დელეგაციების კონკრეტულ პირთა მიმართ იყოს შემოღებული. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S