Accentnews.ge
მეწყერში მოყოლილი მეოთხე ცხედარი იპოვეს

მეწყერში მოყოლილი მეოთხე ცხედარი იპოვეს

02/10/2020 13:39:36 რეგიონები

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს მეხუთე, არასრულწლოვან ბავშვს.

გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი ადამიანიც.

მეოთხე ადამიანამდე მაშველებმა მანქანაში მყოფებისა და ქალის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S