
კაშია პუტინის სანქციების საპასუხოდ კამპანიაში "იმოგზაურე საქართველოში" ჩაერთო
24/06/2019 20:33:14 სხვა, საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი, ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია კამპანიაში "იმოგზაურე საქართველოში" ჩაერთო.
ფეხბურთელი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და ჰოლანდიელ მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.
"მე ვიმოგზაურე მთელი მსოფლიოს გარშემო და გადავლახე ბევრი ზღვა, მაგრამ ქართულ კერძებთან ახლოსაც კი ვერაფერი მივა. გეფიცებით, თქვენ არცკი იცით, რა გელოდებათ. მშვენიერი არქიტექტურა ზღვის პირას ბათუმში ზაფხულობით და თხილამურებით სრიალი. საქართველო ყველა სეზონისთვის იდეალურია. ჩემო ჰოლადინელო მეგობრებო, წადით საქართველოში და ერთხელაც ნახეთ ნამდვილი მთა (მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს თქვენი ბრტყელი ქვეყანა). ოდესმე ყოფილხართ საქართველოში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
P.S. ლეგენდის თანახმად, თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფად იყიდება,"- წერს კაშია.