სამხედროებს „ჰაიქსის“ ზამთრის ფეხსაცმელი გადაეცათ

02-10-2020 17:00:49 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრნენ.

თავდაცვის ძალები მაღალი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით, ეტაპობრივად, სრულად დაკომპლექტდება.

გერმანული კომპანია „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები.

თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები