ლარი მცირედით გამყარდა
02/10/2020 12:51:04 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 3 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1975 ლარი იქნება, 1 ევროსი –3.7475 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1299 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4131 ლარი.
2 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1988 ლარი იყო, 1 ევროსი –3.7560 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1060 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4131 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-15 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 469 650 000 დოლარი გაყიდა.


