
"პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა"
24/06/2019 20:18:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს სალომე ზურაბიშვილსა და ანდჟეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.
„ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია წყნარდება და მმართველ პარტიას სურს, შეასრულოს საპროტესტო აქციის მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება“, – აცახდებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამავე წყაროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.