
დემონსტრანტებმა მსვლელობა დაიწყეს
24/06/2019 20:05:11 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ მსვლელობა გამართეს. მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და დაიძენენ. დღევანდელი აქციის ბოლო აქტივობა სწორე ეს არის.
"უნდა იცოდნენ, რომ ხალხის ნების გარეშე ვერსად ვერ შევლენ. ისინი ჩვენს ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ პარლამენტში",– აღინიშნა აქციაზე.
მათი მოთხოვნა, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე, უცვლელია. აქციის მონაწილეები სწორედ მას აკისრებენ პასუხსიმგებლობას 20–21 ივნისს რუსთაველზე განვითარებულ სისხლიან მოვლენებზე.
"გახარია უნდა წავიდეს. სხვა გამოსავალი არ არის",– აცხადებენ აქციაზე.
მათივე თქმით, შს მინისტრს პარლამენტში არ შეუშვებენ.
მათი განცხადებით. აქიები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დემონსტრანტები ხვალ, 19:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.