Accentnews.ge
რაზე იმატა ფასებმა

რაზე იმატა ფასებმა

02/10/2020 09:41:49 ეკონომიკა, საზოგადოება

საქსტატის თანახმად, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

გაზრდილი ფასები

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა და 1.9% შეადგინა, რაც ინფლაციის მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (3.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი).

ფასები 1.8%-ით გაიზარდა ჯანდაცვაზეც, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა დამოწყობილობის (3.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (1.7 პროცენტი)ქვეჯგუფებზე.

გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიც, რაზეც ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვისინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე,ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხილი დაყურძენი (0.6 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი).

გარდა ამისა, წინა თვესთან შედარებით გაიზარდა შემდეგი ჯგუფების ფასები: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (0.5%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0.6%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0.3%).

შემცირდა ფასები განათლებაზე (1.2%); დასვენება, გართობა და კულტურაზე (0.4%); კავშირგაბმულობაზე (0.1%) და კომუნალურ ხარჯებზე (0.1%)

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფასების 3.8%-იანი მატება დაფიქსირდა.

ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3%–ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4%), თევზეული (11.7%), ზეთი და ცხიმი (11.1%),პური და პურპროდუქტები (8.7%), ხილი და ყურძენი (8.2%), რძე, ყველი დაკვერცხი (6.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7%), მინერალური და წყაროსწყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%), შაქარი, ჯემი და სხვატკბილეული (4.1 პროცენტი).

ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვაზეც: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 %) ქვეჯგუფებზე;

ასევე გაძვირებულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9%–იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1%);

სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასები მომატებულია 9.1%–ით.შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებისზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3%) და პირადი ჰიგიენა (13.0%).

გარდა ამისა გაძვირდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.5%); კომუნალური ხარჯები (1.6%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (8.4%); კავშირგაბმულობა (0.2%) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5.7%).

საქსტატის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები შემცირებულია ტრანსპორტზე, დასვენება, კულტურა, გართობასა და განათლებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, წლიური მიზნობრივი ინფლაცია 3.0%–ია, ხოლო სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემი, მიზნობრივ გათვლას 0.8%-ით აღემატება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S