
პოროშენკო საქართველოსთან მიმართებაში პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ უკრაინის მოქალაქეებსა და ხელისუფლებას მიმართავს
24/06/2019 19:51:43 სხვა, საზოგადოება
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს. სპეციალურ ვიდეომიმართვას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
პოროშენკო ქართულად წერს, რომ “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს”.
“ჩვენ, უკრაინელებმა ჩვენი ქართველი ძმები გაჭირვებაში არ უნდა მივატოვოთ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ უკრაინელებს, უკრაინაში დაისვენონ, მაგრამ ვინც აპირებს საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში წასვლას, ვურჩევ, საქართველოზე ორიენტირდეს. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პერიოდში უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებისთვის საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის შესაკრებელზე ფასდაკლება დააწესოთ, რადგან ავიაკომპანიებს ბილეთებზე ფასის დაკლება შეეძლებათ”.