Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

02/10/2020 08:00:26 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათი რეკორდული რაოდენობის პაციენტი გარდაიცვალა. დილით ცნობილი იყო, რომ ქუთაისში ორი პაცენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი ასაკი 70 წელს ზემოთაა. ექიმების თქმით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე მონაცემები განახლდა და ირკვევა, რომ ექიმებმა კიდევ სამი პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამრიგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 46 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი სამი პაციენტის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც 2 ოქტომბერს, დილის ტრადიციულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა, მათგან 38 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია – 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რეკორდულია ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებელიც. კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 453 პირს დაუდასტურდა, ხოლო 295 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3714 პირი განიკურნა, 46 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

განახლება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი ბათუმში, სამი ქუთაისში, მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ორი ბათუმში, სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S