Accentnews.ge
"აქციის დაშლისას დაშავებული პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

"აქციის დაშლისას დაშავებული პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

24/06/2019 19:33:49 სხვა, საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი  თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა, რომელიც დღეს გამოწერეს კლინიკიდან.

„როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S