
უკრაინელი მინისტრი საქართველოში მიმდინარე აქციებს ქართულად ეხმიანება
24/06/2019 19:12:08 სხვა, საზოგადოება
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი საქართველოში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„რუსეთი – ოკუპანტი“ და „პუტინი – ხ*უილო“ — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია, ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან“, – წერს სუპრუსი ქართულ ენაზე.