Accentnews.ge
ნატო ჩხეიძე: "გახარია საქართველოში რუსების მიერ იქნა მოვლენილი"

ნატო ჩხეიძე: "გახარია საქართველოში რუსების მიერ იქნა მოვლენილი"

24/06/2019 18:57:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"პატრიორთა ალიანსის" წევრის ნატო ჩხეიძის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში "რუსებმა მოავლინეს". 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. 

"ძალიან სწორად და სამართლიანად დაიწყო ეს პროტესტი. ეს პროტესტი გადაიზარდა ღირსების პროტესტში, მას შემდეგ, რაც გახარიამ ნადირობა მოაწყო აქციაზე. დღეს ვფიქრობ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი, როდესაც ბრიფინგის დროს მან თავაზიანობის და ზრდილობის გამოც კი არ გამოუცხადა თანაგრძნობა იმ ახალგარზდობას, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, მისი ბრძანებით დაასახიჩრა გახარიამ. როცა ვამბობ, რომ მან ნიღაბი ჩამოიხსნათქო, სწორედ ამას ვგულისხმობ, მას არ ახსოვს ხალხი, მას ახსოვს მხოლოდ საკუთარი თავი. როგორც კი შეელევიან გიორგი გახარიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ისედაც შეტორტმანებული "ქართული ოცნება" კიდევ უფრო დაკარგავს რიხს, იმიტომ კი არა, რომ გახარია რაიმე ფიგურაა, არამედ პირველი, მას აქვს სტატუსი და მეორე ის, რომ მოდის სიგნალები იმაზე, რომ უნდა იყოს ის საქართველოში მნიშვნელოვან ძალოვან თანამდებობაზე. ტყუილად არ იყო, რომ მას მთლიანად ძალოვანების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. ეს იყო იგივე სიგნალი, რა სიგნალიც იყო ის, რომ გავრილოვი უნდა ჩამჯდარიყო იმ სავარძელში" - განაცხადა ჩხაიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, "ანუ გახარია რომ ინარჩუნებს თანამდებობას, ამაში თქვენ რუსულ კვალს ხედავთ?" ჩხეიძემ უპასუხა: "რა თქმა უნდა, გახარია თავიდანვე იყო მოვლენილი ჯერ ბიზნესის გაკონტროლებისთვის, შემდეგ უკვე ყველას გასაკონტროლებლად, და ამ მივლინებებს მონდომებით ასრულებდა გახარია და ახალგაზრდებიც ასე მონდომებით დაარბია". 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S