სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს
01/10/2020 11:57:09 საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა შესაბამის მოთხოვნით ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გუშინ მიმართა. ჰარუთინიანი აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად სააკაშვილის მიერ "ყარაბაღში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარდაჭერას” ასახელებს.
საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის".


