
რუსთაველზე შს მინისტრის ბიუსტი დადგეს
24/06/2019 18:24:28 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებმა მთავარ ტრიბუნასთან შს მინისტრ გიორგი გახარიას თვალახვეული ბიუსტი დადგეს. ბიუსტს თვალზე აწერია "20%". მანამდე აქციის მონაწილეებმა საჯაროდ მოუხადეს ბოდისტი 18 წლის სტუდენტს, რომელმაც აქციის დარბევისას ცალი თვალი დაკარგა. .
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მას პასუხისმგებლობას 20–21 ივნისის აქციის დარბევაზე აკისრებენ. დემონსტრანტებმა საკუთარი მოთხოვნა მინისტრს დღეს შს სამინისტროსთანაც შეახსენეს. გაიმართა მსვლელობა ძალოვან უწყებამდე, დემონსტრანტები პოზიციას საყვირებით აფისირებდნენ. მსვლელობას სოლიდარობა გამოუცხადეს რიგითმა მოქალაქეებმაც, რომლებიც უშუალოდ მსვლელობაში არ მონაწილეობდნენ, ისინი აჩერებდნენ ავტომანქანებს და ასიგნალებდნენ მოთხოვნისადმი სოლიდარობის ნიშნად.