
"ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული"– უკრაინის „ვორსკლას" სოლიდრობა ქართველებს
24/06/2019 18:14:51 სხვა, საზოგადოება
უკრაინის „ვორსკლას“ ფეხბურთელებმა ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ანტირუსული ლოზუნგით. გამოფენილ პლაკატზე წარწერაა – „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. პლაკატი ხელში „ვორსკლას“ ქართველ მცველს ანდრო გიორგაძეს უჭირავს.
ცნობისთვის: ქართული კლუბების ფეხბურთელებმა ჩაიცვეს მაისურები წარწერით „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.
ანდრო გიორგაძის გარდა, „ვორსკლაში“ თამაშობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი ალექსანდრ კობახიძე.