Accentnews.ge
ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა

ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა

30/09/2020 13:01:42 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 1 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი იქნება, 1 ევროსი –3.7560 ლარი.

30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.8415 ლარი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S