Accentnews.ge
გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

24/06/2019 16:59:33 სხვა, საზოგადოება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა მორიგი მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გახდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდა. შეხვედარა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა საბოლოოდ კი ქართველმა იპონით გაიმარჯვა.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ჯერ რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სუფთად მოუგო, მეოთხედფინალში ქართველმა პოლონელ მაციეჟ სარნაცკი 11 წამში იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ გროლს სძლია.

შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც აქვს, შესაბამისად, გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონობასთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.

ძიუდოისტთაგან დღეს კიდევ ერთი მედალი ვარლამ ლიპარტელიანის ანგარიშზეა, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, არმან ადამიანს დაუპირისპირდა. მეტოქემ ქართველი ვაზარით დაამარცხა. შესაბამისად, ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 19 მედალია. 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქში 21 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S