ახალციხის მაცხოვრებლები ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულთა დასახმარებლად ემზადებიან

29-09-2020 19:27:56 მულტიკულტურული საქართველო

ახალქალაქის და ნინოწმინდის შემდეგ, ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად, ახალციხის მაცხოვრებლები ემზადებიან. ადგილობრივები რაბათში მდებარე სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სურსათის ნაცვლად ფული შეგროვდება,– იუწყება ადგილობრივი მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭე“.

„ჩვენ ყველას, სომხეთის გარეთ მცხოვრები სომხები ვაკეთებთ იმას, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. მთიან ყარაბაღს ამჯერად ფინანსურად დავეხმარებით, რადგან როგორც გავარკვიეთ მათ აქვთ სურსათი, ტანსაცმელი და მედიკამენტი. ხვალ, 18:00 საათზე შეგროვებულ თანხას სამოციქულო ეკლესიაში შევაჯამებთ და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე გადავრიცავთ“, – განაცხადა სასულიერო პირმა თორგომ ვარდანიანმა.

ცნობისთვის: გვიან ღამით ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა სომხეთში გასაგზავნად სურსათი, მედიკამენტები და საბურავები შეაგროვეს, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად პოლიციის თანმაშრომლებმა საზღვარზე მხოლოდ სურსათით და მედიკამენტებით დატვირთული მიკროავტობუსები გაატარეს. საბურავებით სავსე მანქანები კი უკან დააბრუნეს.

მთიანი ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. საერთაშოისო საზოგადობის მოწოდების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები მესამე დღეა, გრძელდება. კონფლიქტს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები