ლარი მცირედით გამყარდა
29/09/2020 12:51:06 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.8415 ლარი.
29 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.8708 ლარი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.


