
ნატო და საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშროლობას აძლიერებენ
29/09/2020 09:00:24 საგარეო პოლიტიკა
ნატო და საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშროლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ნატო–ს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით აქვს. შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის და ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას. ალიანსის მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ, რომ რომ ნატო–მ და საქართველომ საჰაერო მიმოსვლის შესახებ მეტი მონაცემები გაცვალონ, ერთობლივად იმუშავონ ჰიბრიდული საფრთხეების მოსაგვარებლად. ამასთან, შეთანხმება მიღწეულია ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე შავი ზღვის რეგიონში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო და საქართველო "არსებითი პაკეტის" განახლებაზეც მუშაობენ.