
პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
24/06/2019 15:47:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოდ“ მოიხსენიონ.
“ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც რუსულ იმპირიალიზმს ეწინააღმდეგება და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. ახლა მოსკოვს უნდა კიდევ ერთხელ ეკონომიკურად შეასუსტოს საქართველო, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით. უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ რომ გეზი საქართველოზე აიღონ. ამასთან, ვფიქრობ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ საქართველოს (Грузія- უკრაინულად) ოფიციალურად გადაერქვას Сакартвело. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს!“, – აცხადებს პოროშენკო.
იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს