პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი არასდროს ერევა მეზობლების საშინაო საქმეებში
28/09/2020 15:14:29 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ „რუსეთი არასდროს ერევა მეზობლების და ზოგადად, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.
„იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, შიდა საქმეებში. მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია,“- აღნიშნა პუტინმა.
იხილეთ ასევე:
რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში


